Tuesday, May 12, 2015

                                             
                                                      ტრენინგის შეფასება


    საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ,,ინტელის'' სასწავლო კურსის ტრენინგი ჩემთვის როგორც მათემატიკის მასწავლებლისთვის იყო ძალიან  დროული და აუცილებელი,რადგან აქამდე ჩემს მიერ შესრულებული სამუშაოების განთავსებას სრულფასოვნად ვერ ვახერხებდი ელექტრონულად. ტრენინგის პროცესში ვისწავლე ბლოგის შექმნა და მასში მუშაობის ტექნოლოგიები,ასევე ვისწავლე პორტფოლიოს შექმნა, პროექტის გეგმის დამუშავება და მის შაბლონში საკითხების სწორად განლაგება. ვისწავლე სარეკლამო ბუკლეტის დამზადება, ,,word''- ინსტრუმენტების დამზადება. ვისწავლე ბლოგში გაჯეტების შექმნა, კომენტარების გაკეთება, ვიდეოსა და ალბომების განთავსება.
  ჩვენ ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს მადლობას ვუხდი ჩვენს მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისა და ყურადღებისათვის.

ტრენინგის მე-9 დღე


                                                      ტრენინგის მეცხრე დღე


   ტრენინგის მეცხრე დღეს გავიმეორეთ წინა მეცადინეობებზე შესწავლილი მასალა და გადავედით პროექტების პრეზენტაციების განხილვაზე, მოვისმინეთ ინფორმაციები ტრენინგის თითოეული მონაწილის  მიერ განხორციელებული  ან მიმდინარე  პროექტების შესახებ. ძალიან მომეწონა გორის მეთე სკოლის მათემატიკის მასწავლებლის ნინო ილურიძის პროექტი, რომელიც  მათემატიკისა და ბუნებას შორის კავშირს შეეხება და დღევანდელი დღის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.
    გავიმეორეთ ბლოგთან დაკავშირებული ტექნიკური მანიპულაციები, რის შემდეგაც ვისწავლეთ ბლოგში ვიდოსა და ალბომის ჩასმის ტექნიკა. პრაქტიკულად გავაკეთეთ ,,pikasa"-ს დახმარებით ალბომის შექმნის  რამოდენიმე  ვარიანტი. ასევე პრაქტიკულად გავაკეთეთ ვიდეოს ჩასმის პროცედურა. მეცადინეობა იყო ძალზედ საინტერესო,რადგან იგი მოიცავდა ჩემთვის,როგორც პედაგოგისათვის მრავალ სიახლეს,თუმცა ჩვენი ტრენერი, ქალბატონი ქეთი ცერაძე ყველა საკითხს გვიხსნიდა და გვასწავლიდა ძალიან მარტივად  და გასაგებად, რისთვისაც ვუხდი დიდ მადლობას და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს.

Saturday, May 9, 2015

                                                 ტრნინგის მეშვიდე დღე
 ტრნინგის მეშვიდე დღეს გავიმეორეთ განვლილი მასალა და შემდეგ ვისწავლეთ ყველა მოსწავლის საჭიროების მიხედვით გეგმის შედგენა. ვიმუშავეთ ბლოგში HTML გაგეტების გამოყენებით, ასევე ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და შევადგინეთ სასწავლო პროცედურები.

Sunday, May 3, 2015

                                                         მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს გავიმეორეთ წინა მეცადინეობაზე შესწავლილი მასალა. შემდეგ გავეცანით  მოსწავლის ნიმუშშს და ვისწავლეთ პრეზენტაციის გაკეთების ტექნიკა. გადავხედეთ პროექტის გეგმებს. ბოლოს შევისწავლეთ შეფასების რუბრიკები და მისი შევსების ტექნოლოგია.
                         

Saturday, May 2, 2015

                                                    მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს გავიმეორეთ წინა მასალა. გავეცანით საავტორო უფლებებისა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს და ვისწავლეთ მათი შევსება. ასევე ვისწავლეთ თუ როგორ კეთდება კომენტარები ბლოგზე  და შევასრულეთ პრაქტიკულად რამდენიმე ვარიანტი. შევქმენით მოსწავლის ნიმუში და განვალაგეთ ბლოგში.გავეცანით თუ რას ნიშნავს სიტყვა გაჯეტი. ვისწავლეთ სურათის, გამოკითხვის გვერდების შექმნა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური მანიპულაციები.

Sunday, April 26, 2015

                                                  ტრენინგის მე-4 დღე

 მეცადინეობის დასაწყისში გავიმეორეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა და შემდეგ გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს,რომელიც ჩვენთვის ,პედაგოგებისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ და მნიშვნელოვან საკითხს, ასევე შევისწავლეთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ სწორად პროექტის დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ამის შემდეგ განვიხილეთ თუ როგორ ხდება პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. ვიმუშავეთ ბლოგში სურათის ჩასმაზე,მის დიზაინზე. ვისწავლეთ და ვიმუშავეთ  სურათის სათაურის შეცვლაზე და მის წაშლა აღდგენაზე.

Saturday, April 25, 2015

ტრენინგის მე-3 დღე

   

 ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ წინა მეცადინეობაზე შესწავლილი საკითხები, შემდეგ გადავედით პროექტის გეგმის შედგენაზე, სადაც სტანდარტის  დასადგენად დავიხმარეთ ეროვნული სასწავლო გეგმა და მიზნის განსასაზღვრავად  გამოვიყენეთ ბლუმის ტაქსონომია და მისი  მიხედვით ჩავწერეთ საჭირო სიტყვები. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, ტრენერმა გაგვაცნო ამ კითხვების   მნიშვნელობა პროექტის სწორად დაგეგმვასა და განხორციელებისათვის. ჩემთვის ეს საკითხი იყო სიახლე, რომელიც ნამდვილად დამეხმარება შემდგომი მუშაობის უკეთ წარმართვაში,რათა მოსწავლეებს   აუმაღლდეთ მოტივაცია სწავლისადმი და გამოუმუშავდეთ დამოუკიდებელი მკვლევა- ძიების უნარი.

Sunday, April 19, 2015

ტრენინგის მეორე დღე

                                     

      ტრენინგის მეორე დღეს წარმოვადგინე პროექტი სახელწოდებით ,,ჩემი სკოლა ჩემი სახლია", ტრენერთან ერთად მიმოვიხილეთ როგორც ჩემი ასევე ტრენინგის ყველა მსმენელის პროექტი.პროექტები იყო ძალზედ საინტერესო და აქტუალური. ტრენერისგან მივიღეთ სათანადო რჩევები ჩვენს შემდგომ მუშაობაში გასათვალისწინებლად.
    გავიმეორეთ წინა  მასალა, რის შემდეგაც გავეცანითსარეკლამო ბუკლეტების მნიშვნელობას და მის მოთხოვნებს.    გავეცანი  word-ის ინსტრუმენტებს  და გავიმეორე     მათი გამოყენება.  ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება,რომელიც მოიცავდა მასში ტექსტისა და სურათის განლაგებას.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      

Saturday, April 18, 2015

ტრენინგის პირველი დღე

       პირველ დღეს გავეცანი ტრენინგის მონაწილეებს, ასევე გავეცანი ინტელის ძირითად  კურსს. კურსი მოიცავს 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების გამომუშავების გზებს,რომლებიც ტრენერმა გაგვაცნო ძალიან მარტივად და გასაგებად. ასევე გავეცანი გზამკვლევის თითოეულ  აქტივობას, რომელიც დამეხმარება ჩემს შემდგომ საქმიანობაში პროექტების შედგენისას და მისი განხორციელების დროს. აქვე  შევისწავლე პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა.  გავეცანი  კურსის რესურსებს. ვისწავლე შენახვის პროცედურები. განვიხილეთ პროექტები. ვისწავლე ბლოგის შექმნა და მისი გამოყენება, რაც დამეხმარება ჩემი საქმიანობის ასასახავად,შესანახად და გამოსაქვეყნებლად.