Sunday, April 26, 2015

                                                  ტრენინგის მე-4 დღე

 მეცადინეობის დასაწყისში გავიმეორეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა და შემდეგ გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს,რომელიც ჩვენთვის ,პედაგოგებისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ და მნიშვნელოვან საკითხს, ასევე შევისწავლეთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ სწორად პროექტის დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ამის შემდეგ განვიხილეთ თუ როგორ ხდება პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. ვიმუშავეთ ბლოგში სურათის ჩასმაზე,მის დიზაინზე. ვისწავლეთ და ვიმუშავეთ  სურათის სათაურის შეცვლაზე და მის წაშლა აღდგენაზე.

Saturday, April 25, 2015

ტრენინგის მე-3 დღე

   

 ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ წინა მეცადინეობაზე შესწავლილი საკითხები, შემდეგ გადავედით პროექტის გეგმის შედგენაზე, სადაც სტანდარტის  დასადგენად დავიხმარეთ ეროვნული სასწავლო გეგმა და მიზნის განსასაზღვრავად  გამოვიყენეთ ბლუმის ტაქსონომია და მისი  მიხედვით ჩავწერეთ საჭირო სიტყვები. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, ტრენერმა გაგვაცნო ამ კითხვების   მნიშვნელობა პროექტის სწორად დაგეგმვასა და განხორციელებისათვის. ჩემთვის ეს საკითხი იყო სიახლე, რომელიც ნამდვილად დამეხმარება შემდგომი მუშაობის უკეთ წარმართვაში,რათა მოსწავლეებს   აუმაღლდეთ მოტივაცია სწავლისადმი და გამოუმუშავდეთ დამოუკიდებელი მკვლევა- ძიების უნარი.

Sunday, April 19, 2015

ტრენინგის მეორე დღე

                                     

      ტრენინგის მეორე დღეს წარმოვადგინე პროექტი სახელწოდებით ,,ჩემი სკოლა ჩემი სახლია", ტრენერთან ერთად მიმოვიხილეთ როგორც ჩემი ასევე ტრენინგის ყველა მსმენელის პროექტი.პროექტები იყო ძალზედ საინტერესო და აქტუალური. ტრენერისგან მივიღეთ სათანადო რჩევები ჩვენს შემდგომ მუშაობაში გასათვალისწინებლად.
    გავიმეორეთ წინა  მასალა, რის შემდეგაც გავეცანითსარეკლამო ბუკლეტების მნიშვნელობას და მის მოთხოვნებს.    გავეცანი  word-ის ინსტრუმენტებს  და გავიმეორე     მათი გამოყენება.  ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება,რომელიც მოიცავდა მასში ტექსტისა და სურათის განლაგებას.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      

Saturday, April 18, 2015

ტრენინგის პირველი დღე

       პირველ დღეს გავეცანი ტრენინგის მონაწილეებს, ასევე გავეცანი ინტელის ძირითად  კურსს. კურსი მოიცავს 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების გამომუშავების გზებს,რომლებიც ტრენერმა გაგვაცნო ძალიან მარტივად და გასაგებად. ასევე გავეცანი გზამკვლევის თითოეულ  აქტივობას, რომელიც დამეხმარება ჩემს შემდგომ საქმიანობაში პროექტების შედგენისას და მისი განხორციელების დროს. აქვე  შევისწავლე პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა.  გავეცანი  კურსის რესურსებს. ვისწავლე შენახვის პროცედურები. განვიხილეთ პროექტები. ვისწავლე ბლოგის შექმნა და მისი გამოყენება, რაც დამეხმარება ჩემი საქმიანობის ასასახავად,შესანახად და გამოსაქვეყნებლად.